| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ რაზმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1955წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე; 1955-1958წწ. ქ. ზესტაფონის ფერო-შენადნობის ქარხნის მშენებლობა, სამუშაოთა მწარმოებელი; 1958-1974წწ. ტრესტი "ჭიათურმშენი", სამშენებლო მასალათა კომბინატის დირექტორი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1974-1982წწ. ტრესტი "ჭიათურმშენი", მმართველი; 1982-1992წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროში: 1982-1984წწ. ცენტრალური აპარატი, განყოფილების უფროსი; 1984-1992წწ. სამინისტროს N9 ტრესტის მმართველი. მშენებლობებს ხელმძღვანელობდა გორის, კასპის, ქარელის, ბორჯომის, ახალციხის, ცხინცვალის, ახალქალაქის რაიონებში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ერთ წელიწადში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 133 საცხოვრებელი სახლი, კასპის რაიონში ცემენტის ქარხანა და მეტეხის აგურის ქარხანა. დიდი სამშენებლო აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა მიწისძვრით დაზიანებული ცხინვალის, საჩხერის, ჭიათურის, ამბროლაურის რაიონების 19 სოფელში; 1992 წლიდან მუშაობა გააგრძელა გაერთიანება "ტაძარმშენის" უფროსის თანამდებობაზე და აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ტაძრებზე. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.270 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

