| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სევდაოზ![]()
ბიოგრაფიასევდაოზ ჭარმაულის ასულის დაკვეთით XIII-XIV საუკუნეებში შესრულებულია სვინაქსარი (თავდაპირველად კალენდარი, რომელშიც წელიწადის თვეთა დღეების მიხედვით შეტანილი იყო ქრისტიან წმინდანთა ხსენებები და დღესასწაულები). ამ საკითხზე ცნობას გვაწვდის გადამწერი ფილიპე. იგი წერს: "სრულ იქმსა წმიდა ესე სვნავსარი, განმანათლებელი ეკლესიათა და წინამძღუარი და მოძღუარი ყოვლისა სოფლისაი ბრძანებითა ჭარმაულის ასულისა სჯულკარგის. და... რისა და მღვდელთა და წიგნთმოყუარისა პატრონისა სეედაოზისითა"! საინტერესოა სევდაოზის "წიგნთმოყუარედ" მოხსენიება, მაგრამ მეტი არაფერია ცნობილი მის "წიგნთმოყუარეობაზე". დასახელებული სვინაქსარი სევდაოზს დაუმზადებია მისი სულის "საშენდობლოდ და ვარამის საგამარჯუ6ბოდ". ჭარმაულები აზნაურები ყოფილან. "ქრონიკების" ერთერთ გვერდზე მითითებულია: "აზნაურიშვილის... ჭარმეულის სახლში ძველთიგანვე ნაქონი სახელო მეჯინიბეთ უხუცესობა მოგიბოძეთ". ჭარმაულები გვხვდებიან XV საუკუნის მოღვაწეთა შორის, ცნობილია XVI საუკუნის მწიგნობარი გიორგი ჭარმაული და ა. შ. სევდაოზის შესახებ ხელნაწერი არაფერს გვამცნობს. ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის სვინაქსარსა და "გერგეტის სულთა მატიანეში" მოხსენიებულია არაგვის უცნობი ერისთავის ვარამ II შაბურის ძისა (1480-1490-იანი წლები) და მისი თანამეცხედრის სევდაოზ-ყოფილი სევდაოზ ჭარმაულის ანდერძ-მოსახსენიებლები. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.45-46
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

