| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლეონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელერადიოჟურნალისტიკის სპეციალობით 1985 წელს. 1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში რადიოს ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციაში რედაქტორად; 1987 წლიდან ამავე დაწესებულებაში კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1990 წლიდან რედაქტორობდა ავღანეთში მებრძოლი ახალგაზრდობის გაზეთ "ულუმბოსს"; 1933 წლიდან კვლავ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციაში გააგრძელა მუშაობა; 1995 წლიდან მუშაობდა კორპორაციის გენერალურ დირექტორად; 1999 წლიდან იყო ტელევიზიისა და რადიმაუწყებლობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენერალური პროდიუსერი, აგრეთვე II არხის გენერალური დირექტორი. ფილოლოგიის დოქტორი. პროფესორ ნიკო ლეონიძის შვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტელეჟურნალისტიკის პოეტიკა", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.262
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

