The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია ორაგველიძე

მზია ორაგველიძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1952  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1975 წელს.

1976-1978წწ. სამტრედიის რაიონის სოფელ გომის საუბნო საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი; 1978-1981წწ. სამტრედიის რაიონის მთავარი პედიატრი; 1981-1982წწ. სამტრედიის ბავშვთა საავადმყოფოს ორდინატორი; 1982-2000წწ. სამტრედიის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 2000 წლიდან სამტრედიის შპს "ბავშვთა საავადმყოფოს" დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში; მიღებული აქვს ლიცენზიები: პედიატრიასა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში. ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.875-876


გააზიარე: