The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ახვერდოვი

ნიკოლოზ ახვერდოვი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1754
გარდაცვ. თარიღი:8 ივლისი, 1817  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი.

დაიბადა ქართველ ჰუსართა პოლკის ოფიცრის ისაია ვასილის-ძე ახვერდოვის ოჯახში, რომელიც წარმოშობით ქართლ-კახეთის აზნაური იყო, გაჰყვა მეფე ვახტანგ VI-ის ამალას რუსეთში. დედამისი იყო თავადის ქალი - ანა გერასიმეს-ასული ჩოლოყაშვილისა.

1764 წლიდან სწავლობდა შლიახეტთა სახმელეთო კადეტთა კორპუსში, საიდანაც გამოშვებულ იქნა 1776 წელს პორუჩიკის წოდებით, და ოქროს მედლით. მივლინებულ იქნა საზღვარგარეთ, კადეტთა კორპუსის სამ კურსდამთავრებულთან ერთად. იმყოფებოდა გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც დაკავებული იყო ხელოვნების ძეგლების შესწავლით. 1779 წელს დაბრუნდა რუსეთში და დაინიშნა კადეტთა კორპუსში, კადეტების აღმზრდელად. 1782 წლიდან მსახურობდა სახელმწიფო შემოსავლების ექსპედიციაში, 1788 წელს დაინიშნა კოლივანის სამეფისნაცვლოს მმართველთან და, ძალიან ბევრი გააკეთა კოლივანის საბადოების მოწყობისათვის. 1797 წლის 31 დეკემბრიდან 1798 წლის 1 სექტემბრამდე იყო არხანგელსკის გუბერნიის სამოქალაქო გუბერნატორი. 1799 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. იმავე წელს დაინიშნა დიდი თავადების ნიკოლოზ და მიხეილ პავლეს ძეებთან აღმზრდელად, 1802 წლიდან ასწავლიდა მათ რუსულ ენას, ისტორიას და გეოგრაფიას, ხოლო 1804 წლიდან - არითმეტიკას. 1806 წელს აირჩიეს რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრად და 1811 წლიდან იყო "რუსული სიტყვიერების მოყვარულთა" საზოგადოების საპატიო წევრი. ავტორია იგავებისა "Волк-судья" (1790), აგრეთვე მენგსის ტრაქტატის თარგმანისა, "Письмо к дону Антонио Понзу" და ჰელერტის წიგნისა "О воспитании" и "Описание Константинополя" (1789). მეგობრობდა რუს პოეტებთან: გ. დერჟავინთან (1743-1816) და დ. ხვოსტოვთან (1757-1835). მისი პორტრეტი, რომელიც 1817 წელს ფერმწერმა ა. ვარნეკმა  (1782-1843) დახატა, არის მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის კუთვნილება.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.34-35

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

გააზიარე: