The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ჩაჩუა

ტარიელ ჩაჩუა
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1966
გარდაცვ. თარიღი:13 თებერვალი, 1993  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი.

1983 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის კოოპერაციულ ტექნიკუმში. მუშაობდა სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს  მოხალისედ ჩაირიცხა 114-ე ბატალიონ "ავაზაში". დაიღუპა 1993 წელი 13 თებერვალს. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ბრძანებულებით სამტრედიის რაიონის სოფელ დაბლა გომის სკოლას, სადაც ტარიელი სწავლობდა, მიენიჭა ტარიელ ჩაჩუას სახელი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.473

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: