| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შვენიერი![]()
Biographyშვენიერი ძველ საქართველოში გავრცელებული სახელი ყოფილა, ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებულია რამდენიმე პირი ასეთი სახელით - შვენიერი (შვენიერ - ყოფილი ანუსია დედოფალთ-დედოფალი, დედოფალთ-დედოფალი შვენიერ - ყოფილი მაკრინე, ცნობილია, შვენიერისათვის XVIII საუკუნის გადაწერილი ლოცვანი). გამოჩენილი ქართველი მქადაგებლის იოანე ბოლნელის (X საუკუნე) თხზულებათა შემცველ ერთ ხელნაწერში ლამაზი ხვეულებით შესრულებული მინაწერი პროფ. მ. ჯანაშვილმა პროზაულად დაბეჭდა, აკად. ა. შანიძემ მასში 20-მარცვლოვანი ლექსი შენიშნა, რომელიც ზედმეტი ანების ჩამოცილებითა და ახალი პუნქტუაციით ასე გამოაქვეყნა: "რომელი მყოფ ხარ მაღალთა შინა, სახელწმიდაო მამაო ჩუენო, მოვედ სუფევით, იყავ ნება შენი, რომ სატანაცა არ შემაჩუენო, ვითარცა ზეცით, ეგრეცა ქუეყნით, პურსა არსებით მომცემო ჩუენო და განსაცდელსაცა ნუ შემიყვანებ, ბოროტით მიხსენ, უფალო ჩუენო". ამ ფისტიკაურ ლექსში გადმოცემულია ლოცვა, რომელიც სათავეს სახარებიდან იღებს (მათე, VI, 9-13). "სრულიად შესაძლებელია, რომ ის XII საუკუნემდისაც ადიოდეს" (აკადემიკოსი ა. შანიძე), მაგრამ მინაწერი შესრულებულია V საუკუნის მხედრულით. მინაწერის ავტორი, მიმწერი ყოფილა, როგორც ეს მომდევნო გვერდზე შემონახული ცნობიდან ჩანს, დიასამიძის სახლის შვილი მშვენიერი. "ღმერთო და ყოველნო მისნო წმიდანო და შობაო, ნათლისღებაო, ხარებაო და აღდგომაო, ფერისცვალებაო, სულისწმიდის მოსვლაო... შემიწყალე... დიასამიძის ასული... და მე ასული მისი შუენიერი შემიწყალე და მიხსენ სატანჯველთაგან. ვინც შენდობა, მიბრძანოს, თქვენცა შეგინდოს ღმერთმან. ამინ" ("ცოდვილი მწერელი შუენიერი" სამხრეთ საქართველოდან უნდა ყოფილიყო), საგულისხმოა, რომ შვენიერის ხელით მიწერილი ლექსი უცნობი ქართველი პოეტისა შემდგომში გავრცელებულა. აკად. ა. შანიძემ იგი იპოვა IX საუკუნის ოთხ ანთოლოგიაში "მამაო ჩვენოს" ავტორად მიჩნეულია მეზანდუკის შვილი იგნატი ბერი!". დასახელებულ ტექსტს მიჰყვება მისი შვიდსტროფიანი ლექსი, მაგრამ "მამაო ჩვენოს" ავტორად ამ პიროვნების მიჩნევა შეუძლებელია, როგორც აკადემიკოსი ა. შანიძე შენიშნავს, "ეს პიროვნება მდარე ხარისხის პოეტია, მამაო ჩვენოს გამლექსავი კი უთუოდ დიდი ხელოვანია". წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.47-49
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

