The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილარიონ ისარლიშვილი

ოფიციალური სახელი:ილარიონ ისარლოვი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1848  (178 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი და ალექსის მე-3 სამხედრო სასწავლებელი. 

მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. იაკობ და რაფიელ ისარლიშვილების ძმა. 1867 წლიდან რუსეთის არმიის ოფიცერი - პორუჩიკი (1870), კაპიტანი (1879), პოდპოლკოვნიკი (1888). 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. 1900 წლიდან პოლკოვნიკი და სკოპინის 224-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაური. იმავე წელს დაინიშნა ორენბურგის 105-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906 წელს თადარიგში გავიდა მუნდირის ტარების უფლებით და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1906).

წყარო: რუსეთის იმპერიის გენერლები: rusgeneral.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: