| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანსელმო მღებრიშვილი (პატრი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. სასულიერო განათლება მიიღო რომში. მსახურობდა გორში, ბათუმსა და სხვა კათოლიკურ ეკლესიებში. ლათინურიდან ახალ ქართულ ენაზე თარგმნა თომა კემფელის თხზულება "მიბაძვა ქრისტესი" ოთხწიგნად და პირველად გორში გამოსცა (მანამდე გორში წიგნი არ დაბეჭდილა): წიგნი I და II (გორი, 1889), წიგნი 3-4 (გორი, 1890). ბათუმში ქართველ კათოლიკეთათვის ააშენა დიდი კათოლიკური ეკლესია, რასაც დიდძალი თანხა შესწირა (აქედან 240.000 მანეთი სტეფანრე ზუბალაშვილის იყო). "მე უაღრესად მწამს ღვთისმშობელი და საქართველო, ჩემი რწმენის ქვაკუთხედს ეს ორი საგანი შეადგენს". მწიგნობარი, ქართველი კათოლიკე პატრი მესხეთიდან. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.403-404 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

