The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ნალბანდიშვილი

ნათელა ნალბანდიშვილი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1952  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის პედიატრიის სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს.

1976-1977წწ. ქ. ნიჟნი-ტაგილის ბავშვთა პირველი საავადმყოფოს პედიატრი; 1977-1980წწ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების პედიატრი, სასწრაფო დახმარების სადგურის მორიგე პედიატრი და ცხინვალის ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრი; 1980-1981წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა თბილისის პედიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1982-2005წწ. საგარეჯოს უბნის პედიატრი; 2005 წლიდან საგარეჯოს ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორი; ჩააბარებული აქვს სასერთიფიკაციო გამოცდები: პედიატრიაში (2001), ჯანდაცვის ორგანიზაციაში (2005). ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.878-879


გააზიარე: