The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა რჩეულაშვილი

სხვა სახელი:ანა რჩეულიშვილი
დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოეტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

პოეტი ქალის ანა რჩეულაშვილის ვინაობა ცნობილი არაა, ("საუკუნის დამდეგ ოცი ოთხშაფათი, პარასკევი მარხვა შემომიწირავს"). მისი მოღვაწეობა მიეკუთვნება XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისს. ხელნაწერის მიხედვით ანა რჩეულაშვილს ეკუთვნის ის მინაწერი, რომელშიც "ვეფხისტყაოსნის" ორი სტროფია (1300-1301) წარმოდგენილი: "ციხეს ვზი ეზო მაღალსა, თუალნი ძლივ შემომაცდება, გზა გურაბითა შემოვლენ, მცველნი მაზედა დგებიან, მაშიგან ორნი გუშაგნი ნაბადსა არა დაცდება, მათსა შემბმელსა დახოცენ ცეცხლურებ მოედებიან, ჩემო, ნუ მოხუალ ჩემზედა სხუათა მებრძოლთა წესითა, ნურცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა, დამთმეთა დაგთმობ ჭირითა ამისგან უარესითა". "ვეფხისტყაოსნის" დამოწმებული ტექსტი ვანის ქვაბთა მონასტერში შემონახულია არასრულად და საკმაოდ დამახინჯებული სახით, შოთა რუსთაველის სიტყვები ანა რჩეულაშვილს ზეპირად მიუწერია. ამ მინაწერის მნიშვნელობა ქართული მწერლობის ისტორიისათვის ძალზე დიდია. "ვეფხისტყაოსნის" უძველესი თარიღიანი ხელნაწერი 1646 წლისაა, ხოლო წინარე ხანიდან მხოლოდ რამდენიმე მინაწერი (XIV-XV სს.) და ორიოდე ფურცელი მოიპოვება, მაშინ ცხადი ხდება ანა რჩეულაშვილის მიერ შესრულებული ტექსტის–ერთერთი უძველესი ჩანაწერის მნიშვნელობა, თავისთავად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მონასტრის ბინადარი ქართველი მანდილოსანი, მიუხედავად სამონასტრო წესების სიმკაცრისა და მონაზვნური აღთქმისა, არ ერიდება საერო თემატიკას და სამიჯნურო განწყობილების შემცველ ტექსტს აწერს ეკლესიის კედელზე. ყოველივე ეს მოწმობს "ვეფხისტყაოსნის დიდ პოპულარობას, ქალთა საზოგადოებაში გავრცელებასა და ზეპირად ცოდნას და, რაც მთავარია, შოთა რუსთაველის პოემის ეკლესიის წიაღში შეჭრას. ვანის ქვაბთა მონასტრის ეკლესიის თაღში მოთავსებულია ანას მიერ შესრულებული კიდევ ერთი წარწერა, რომელიც ძნელად იკითხება. იგი წარმოადგენს მიმართვას ვანის ქვაბთა მონასტრის ღვთაების ხატისადმი.  "ქრისტე ღმერთო, საბრალოთა შემახუეწო მწყალობელო, თუალფერათო, შენი სახე ზღუდ განთქმულო, ღმრთობის ხატო; შენი ჭირი მე ბატონო, ღმრთობის ხატო; ხსენებასა სადა ღირს ვარ, კურთხეულ ხარ დიდებულო ღმრთობის ხატო".  ეს ლექსი არაა მიჩნეული ანასეულად. ანამ სხვისი ლექსი ზეპირად წააწერა. ანას ხელით შესრულებული წარწერებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი ორიგინალური ლექსი: "ვაი, გარჯილო ამა სოფელსა მისაყდრათ გადგა ამბა ვაჩია, არვის ასმია ღიბბანი საბრალომ ანამ გარდავივადე, ან გარდასავლით სამასსა დღესა დავჯედ ვაებად ვერ დავალ, ვერცა განვიხარე სმით, ვერცა ჭამითა, გერცა ჩაცმითა, ვერცა ძმითა, ვერცა დითა ვერცა რძლითა". "გაუხარელი მოვკვდე გაუხარელად, მომაუქუთ, მიტირეთ თავად, ვინ არის დამტირებელი? ვინცა წაიკითხოთ, შენდობა მიბრძანეთ, თქვენცა შეგინდოს ღმერთმა. საბრალოს ანას შენდობა უბრძანეთ". მონაზონი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.61-64


გააზიარე: