The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბერიძე

ვახტანგ ბერიძე
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წონიარისი, ქედის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1981-1985წწ. ქედის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი, ქედის რაიონის მთავარი პედიატრი; 1985-1987წწ. მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი; 1987-1990წწ. ქედის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1990 წლიდან ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის რესპუბლიკური ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1990-1997წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პედიატრიის ინსტიტუტის მაძიებელი ალერგოლოგიაში; (1997, თემა: "სოკოვანი სენსიბილაცია ბრონქული ასთმით დაავადებულ ბავშვებში აჭარის სუბტროპიკული კლიმატის პირობებში"); 1997 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის დოცენტი; მან სხვადასხვა წლებში კვალიფიკაცია აიმაღლა თავის პროფესიაში: პედიატრიაში (2003, თსსუ-ის ბავშვთა ქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრა), პედიატრიაში (2005, საქართველოს სახელმწიფო აკადემიის პედიატრიისა და ნეონატოლოგიის კათედრა), ალერგოლოგიაში (2005, ქ. თბილისის ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი); პროფესორ ირაკლი ფაღავას საახელობის პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა: ალერგოლოგიაში (2005, 2006); მიღებული აქვს ლიცენზიები ალერგოლოგიასა (2005) და პედიატრიაში (2005); ბავშვთა ალერგოლოგიის აქტუალურ საკითხებს მიუძღვნა თავისი 38 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნებული იყო პრესტიჟულ ქართულ და უცხოურ პრესაში; სამეცნიერო კონფერენციებსა და კონგრესებზე მოხსენებების წაკითხვით გამოდიოდა ბათუმში, თბილისში, წყალტუბოსა და ქობულეთში; მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო საფუძველი ალერგოლოგიის ცენტრს, რომელიც სრულად დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ემსახურებოდა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ალერგოლოგია-იმუნოლოგიაში, ქ. ბათუმის რეზიდენტურის და უმცროსი ექიმების პროგრამის ხელმძღვანელი ალერგოლოგიაში და პედიატრიაში, ქ. ბათუმში ISAAC- ის პროგრამის ავტორი (1999-2000, 2002-2003). ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.883-884; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპირაციული ასოციაციის აჭარის რეგიონის კომიტეტი, თავმჯდომარე

გააზიარე: