| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალი ნადარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მუსიკალური ათწლედის საფორტეპიანო განყოფილება ლია ნიქაბაძის კლასით 1993 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1997 წელს; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლა–ათწლედის ვოკალური განყოფილება, პროფ. გოჩა ბეჟუაშვილის კლასი; თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2001 წელს. 1992 წლიდან სისტემატურად თანამშრომლობდა რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში: "საქართველოს რესპუბლიკა", "კალმასობა", "ახალგაზრდა ივერიელი", "თბილისი", "ერი", "მშვიდობა ყოველთა", "ძლევაი", "დილის გაზეთი" და სხვ. 1994-2001წწ. იყო გაზეთ "თბილისის" კორესპონდენტი; ასპირანტურაში სწავლის პერიოდიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: მაგისტრატურის II კურსზე კითხულობდა სალექციო კურსს "პუბლიცისტური ტექსტის კომპოზიცია", ხოლო დისერტაციის დაცვის შემდგომ; 2002–2003წწ. კონტრაქტით მიწვეული იყო პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად; 2002 წლის ივნისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაზაზე ჩატარებულ პროფესორ –მასწავლებელთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოადგინა სადოქტორო დისერტაციის ნაწილი: "მედიაში პოლიტიკური ფიგურების იმიჯის გამოკვეთის საკითხისათვის"; 2002-2003წწ. მეოთხე კურსელ ბაკალავრებს უკითხავდა სპეცკურსს: "პრესა და პოლიტიკოსთა იმიჯი"; გამოაქვეყნებული აქვს 7 სამეცნიერო ნაშრომი; 2005 წლის გაზაფხულზე იგი გახდა საქართველოს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის "ოქროს ფრთის" პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი. მედიალოგიის, კომუნიკატივისტიკისა და საერთაშორისო ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი (2003), დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პუბლიცისტური ტექსტის კომპოზიცია თანამედროვე ამერიკული პრესის მიხედვით", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.264 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

