The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მეგრელაძე

მერაბ მეგრელაძე
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1956
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 2012  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მახარაძე (ახ. ქ. ოზურგეთი).

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა წყალტუბოს "სამგურალში", ქუთაისის "ტორპედოში", ზესტაფონის "მარგვეთში". 1989 წელს საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში 29 გოლი გაიტანა; 1992–1993წწ. სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით 41 ბურთი შეაგდო 37 წლის ასაკში. შედეგიანი იყო ლანჩხუთის "გურიაშიც", საიდანაც თავის დროზე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა. 1985 წლის 8 ივლისს მან საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოცე ტურის შეხვედრაში მოსკოვის "დინამოსთან" სტუმრად ჰეთ-თრიქი შეასრულა და შეხვედრა ქუთაისის "ტორპედომ" 3–1 მოიგო. იშვიათი საგოლე ალღოს მქონე ფორვარდმა კარიერა 44 წლის ასაკში ნოვოსიბირსკის "ჩკალოვეცში" დაასრულა. უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (1992-1993, 1993-1994)ფეხბურთელი. 

წყარო: გურიის მოამბე: guriismoambe.com; Geo Fans პოსტი : facebook.com


გააზიარე: