| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი 1890 წელს. მსახურობდა კავკასიის მე-5 სარეზერვო ქვეით კადრირებულ ბატალიონში, შემდეგ თენგის 77-ე ქვეით პოლკში (დისლოკაციის ადგილი - ქ. ახალციხე). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. კაპიტანმა კონიაშვილმა თავი გამოიჩინა ოლთისთან ბრძოლაში 1914 წლის 8 დეკემბერს. ამავე შეტაკებაში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა ყარსის ციხესიმაგრის სამხედრო ჰოსპიტალში. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება. რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი. წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ივერიელი: dspace.nplg.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

