The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვსევოლოდ მერკულოვი

ვსევოლოდ მერკულოვი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1953  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზაქათალა, ახლანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

საშუალო განათლება მიიღო თბილისში.

1939–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომიში. 1921–1938წწ. იყო აჭარის სახელმწიფო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1938–1941წწ. საქართველოს კპ ცკ განყოფილების გამგე, სსრკ შს სახკომისრის პირველი მოადგილე; 1943–1946წწ. სსრკ სახელმწიფო უშიშროების სახკომი; 1950–1953წწ. სახელმწიფო კონტროლის მინისტრი; ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. 1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ, დააპატიმრეს "ბერიას საქმესთან" დაკავშირებით, მიესაჯა დახვრეტა. სასჯელი ითვალისწინებდა ასევე პირადი ქონების კონფისკაციას და სამხედრო წოდებათა ჩამორთმევას. საბჭოთა არმიის გენერალი (1945), სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი (1931).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა: ივერიელი: dspace.nplg.gov.ge


გააზიარე: