The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენიამინ ახშარუმოვი

ბენიამინ ახშარუმოვი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1826
გარდაცვ. თარიღი:19 აგვისტო, 1907  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსეევსკის დედათა მონასტრის სასაფლაო, ქ. მოსკოვი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

განათლება მიიღი მოსკოვის 1-ლ კადეტთა კორპუსში.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1839 წელს; 1845 წლიდან მსახურობდა პრაპორშჩიკად ლაიბგვარდიის პავლოვსკის პოლკში; 1847 წელს შევიდა მთავარი საინჟინრო სამმართველოს ოფიცერთა კლასებში, რომლებიც დაამთავრა 1848 წელს და დაიწყო სამსახური ლაიბგვარდიის მესანგრეთა ბატალიონში; 1849 წელს მონაწილეობდა რუსეთის არმიის უნგრეთის კამპანიაში და 1853-1856წწ. ყირიმის ომში; 1854 წლიდან მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის მესანგრეთა ბატალიონს; 1856 წლის 25 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1859-1907წწ. ირიცხებოდა საინჟინრო კორპუსთან და ამავდროულად იყო საინჟინრო კანცელარიის გამგე; 1863 წლის 17 აპრილს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; 1870-იან წლებში შეადგინა კურორტ მაცესტას (შავი ზღვის ზოლში) მინერალური წყაროების, მისი შემოგარენის და ბუნების აღწერილობა; 1873 წლის 16 თებერვალს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება; ირიცხებოდა მოსკოვის მზრუნველთა საბჭოში (რომელიც შეიქმნა იმპერატრიცა მარიამის მიერ) საპატიო მზრუნველად; მოსკოვის სასწავლებელთა სამეურნეო ნაწილის მმართველობის საბჭოს წევრად; მებაღეობის მოყვარულთა რუსეთის საზოგადოების პრეზიდენტად; მოსკოვის სოფიოს საავადმყოფოს წმ. სოფიოს და წმ. ტატიანას ტაძრის მზრუნველად; მოსკოვის საიმპერატორო სამდინარო იახტ-კლუბის ხელმძღვანელად (კომანდორად). 1896 წელს დაწესდა "საპატიო კომანდორის ვ. ი. ახშარუმოვის სახელობის პრიზი". ინჟინერ-გენერალი (1889).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა : სომეხი გენერლები საქართველოდან : ბიოგრაფიული ცნობარი / მ.ჯ. გოგიტიძე, გ.ა. ბეჟიტაშვილი.-თბ.,2014.-გვ.40-41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1877 - ოქროს ხმალი (წარწერით მამაცობისთვის)
  • 1867 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1861 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1857 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1853 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: