The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ დანელია

მერაბ დანელია
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1954  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაჯახაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1978წწ. იყო ქ. ქუთაისის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1978-1983წწ. მარტვილის რაიონის სოფელ ყუნწის საექიმო ამბულატორიის გამგე-ექიმი (განაწილებით) და პარალელურად - მარტვილის სასწრაფო დახმარების რიგგარეშე გამგე; 1983-1988წწ. მარტვილის პოლიკლინიკის უბნის ექიმი-თერაპევტი, შემდეგ გამგე; 1988-1995წწ. პარალელურად ასრულებდა სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის ფუნქციებს და მონაწილეობდა დამატებით მორიგეობებში და პაციენტებს სტაციონარში მკურნალობდა; მარტვილის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე პოლიკლინიკურ და ექსპერტიზის დარგში; 1995 წლიდან მარტვილის რაიონის ამბულატორიულ-პოკლინიკური გაერთიანების ჯერ მთავარი ექიმი, ხოლო ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის შემდეგ, შპს ამბულატორიულ-პოკლინიკური გაერთიანების დირექტორი (სულ გაერთიანებას ექვემდებარება რაიონული პოლიკლინიკა, ტუბერკულოზური განყოფილება, 19 საექიმო ამბულატირია; პარალელურად არის მარტვილის ერთ-ერთი უბნის მკურნალი ექიმი); არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორიც. მას მიღებული აქვს სერთიფიკატები ჯანდაცვის ორგანიზაციასა და შინაგან მედიცინაში. 2007 წელს გავლილი აქვს ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერთა მომზადებისა და გადამზადების კურსები საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში. ამასთან, იგი მარტვილის რაიონის მასშტაბით ჯანდაცვის საუკეთესო ორგანიზატორად ითვლება. მისი ორგანიზებით სოფელ ყუნწში აშენდა და კეთილმოეწყო ამბულატორია. მარტვილის სამედიცინო ცენტრ "მკურნალის" ექიმი-თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.886-887 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: