The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ფანცულაია

ქეთევან ფანცულაია
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1978წწ. ორდინატურის კურსი გაიარა თბილისის ბავშვთა მე-5 საავადმყოფოში; 1978-1980წწ. იყო სამტრედიის რაიონის დაბა კულაშის საექიმო ამბულატორიის პედიატრი; 1980-1981წწ. სამტრედიის რაიონის მთავარი პედიატრი; 1981-1990წწ. სამტრედიის ბავშვთა საავადმყოფოს ორდინატორი; 1990-1995წწ. სამტრედიის ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1995 წლიდან საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმის შედეგად სამტრედიის ამავე საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილი შპს "ბავშვთა საავადმყოფოს" დირექტორი. მას მიღებული აქვს ლიცენზია პედიატრიასა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში; მიღებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი მწვავე რესპირაციული და დიარეულ დაავადებათა მკურნალობაში. ექიმ-პედიატრი. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.887-888


გააზიარე: