The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობიზონ სირაძე

რობიზონ სირაძე
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1971 წელს.

1975-1996 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. პარალელურად, 1984-1992 წლებში იყო საქართველოს სამთო ქიმიის ტრესტის  მონოკრისტალების ქარხანაში მთავარი ტექნოლოგი. 1989 წლიდან მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, 2000 წლიდან მუშაობს ლიეტუვაში საქართველოს საელჩოში. არის 25 სამეცნიერო ნაშრომის და 16 გამოგონების ავტორი, რომელიც ძირითადად ეხება დარიშხანის არაორგანული ნაერთების ტექნოლოგიას და ლაზერული მონოკრისტალების წარმოების ტექნოლოგიას და ლაზერული მონოკრისტალების წარმოების ტექნოლოგიას. აღსანიშნავია, რომ ამ გამოგონებების მეტი ნაწილი დანერგილია წარმოებაში. 1980 წელს მიენიჭა  "გამომგონებლის "საპატიო წოდება.

საკანდიდატო დისერტაციის  თემა -"არაორგანული ნაერთი ელექტროქიმიური სინთეზის სფეროში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.290


გააზიარე: