The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უშანგი ტაბუცაძე

უშანგი ტაბუცაძე
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 1995  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარახეთი, ონის რაიონი.

დაამთავრა უმაღლესი ეკონომიკური ინსტიტუტი.

მუშაობდა ფარახეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, ქარელისა და ონის რაიონების რაიკავშირის თავმჯდომარედ, კურორტ შოვში "ცეკავშირის" პანსიონატის დირექტორად, ონის რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსად, პიპილეთის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად და 1991-1995 წლებში ონის რაიონის რაიკოპერატივის თავმჯდომარედ. გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოებული იყო მთავრობის სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. მიღებული ჰქონდა საკავშირო გამოფენის ოქროსა და ვერცხლის მედლები. აქტიურად მონაწილეობდა ონის გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიის მშენობლობაში.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.292

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: