| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მეტონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხვანჭკარა, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს. 1949–1952წწ. მუშაობდა არქიტექტორად კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1952–1963წწ. – საქკომუნპროექტში; 1963–1967წწ. – თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და ტიპობრივი დაპროექტების ექსპერიმენტულ ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"); 1967 წლიდან – საქქალაქსახპროექტში პროექტის მთავარ არქიტექტორად. ნამუშევრები: საბავშვო ბაღი 50 ადგილზე (1956); კულტურის სახლი 400 ადგილზე (1959); საქართველოს პროფკავშირების კულტურის სასახლე თბილისში (1973, ახლანდელი პროფკავშირების კულტურის ცენტრი და სხვ.). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

