The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ამილახორი

სხვა სახელი:თამარ ამილახვარი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი

ბიოგრაფია

ცნობილია ერთი მოზრდილი კრებული, რომელიც XVI საუკუნეში გადაუწერია ზებედეს, მასში გამოჩენილი მოღვაწეების (იოანე ოქრობირის, ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელისა და სხვ.) ნაწარმოებების გვერდით გვხვდება "ძეგლის წერა", რომელშიც შეტანილია ქართველ მეფე-დიდებულთა და სხვა პირთა მოსახსენებელი, საკმაოდ მრავლადაა დასახელებული ათაბაგთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მისი მომგებელი უნდა იყოს ქეთევან-ქრისტინეს ასული თამარ, მეუღლე ქოიარ-ყოფილი ქერობინ ამილახორისა. ხელნაწერში რამდენიმე ანდერძ-მინაწერია, სადაც თამარი იხსენიება: "ღმერთო და აწყურისა ღმრთისმშობელო, პატრონი თამარ და ძენი მისნი მშვიდობით დაიცევი და დღეგრძელობით. ცოდვანი მისნი შეუნდოს ღმერთმან. ამინ" თამარ ამილახორი, როგორც ჩანს, შეძლებისდაგვარად ბაძავდა დედასა და ბებიას. დედა-ქეთევან ან ქეთაონ ბაგრატიონი იყო ასული ქართლის მეფის გიორგისა (1446-1466) და თამარ ყვარყვარე II ათაბაგის. ბებია-თამარი იყო ასული ყვარყვარე II ათაბაგის (1416-1498) და დედისიმედის (1435-I489), მეუღლე ქართლის მეფის გიორგი მერვისა. (1446-1466).

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები / იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.73-74


გააზიარე: