| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაყვალა ტურძელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზნაკვა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტი 1958 წელს; ქუთაისის წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (დაუსწრებლად). 1950-1953წწ. მუშაობდა ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ბიბლიოთეკის გამგედ; 1960-1964წწ. რაჭის სანეპიდსადგურების ენტომოლოგი; 1964-2004წწ. ამბროლაურის მე-2 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში; ადრეული ასაკიდან დაიწყო ლექსების წერა, იყო რაიონის კულტურის სახლთან არსებული გუნდის წევრი და მის დასთან ქალბატონ ლილისთან ერთად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს. სხვადასხვა დროს ნაყოყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოებული იყო არაერთი დიპლომით, სამკერდე ნიშით და საპატიო მედლით. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.300-301 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

