| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კორეთი, ტყიბულის რაიონი. 3 წლის განმავლობაში ეცნობოდა დიდი ოსტატის ფოტოხელოვნებას. მუშაობდა ქუთაისის და ტყიბულის თეატრებში, მისი ფოტოსალონი, "დავითის ფოტოგრაფია", მდებარეობდა პირველი გიმნაზიის გვერდით. სალონში თავს იყრიდნენ იმ დროის ხელოვნებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: შალვა ხონელი, კაპია აბესაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ქირურგი ანტუშა საკანდელიძე, მომღერალი ბიძინა ღოღობერიძე, მიხეილ ტუსკია. მასთან მეგობრობდნენ პოეტები, თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეები: გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი, კოლაუ ნადირაძე, სერგო ზაქარიაძე, ა. ხორავა, ა. ვასაძე, გ. შავგულიძე, ვ. ანჯაფარიძე და სხვანი. მათი უნიკალური ფოტოები ინახება მუზეუმში და ოჯახებში. 1981 წელს დუდუ გედენიძემ გამოუშვა წიგნი რომელიც მიუძღვნა ფოტოხელოვან დავით მხეიძის ხსოვნას. წიგნში მას უწოდებს პოეტს შეჭრილს ფოტოგრაფიაში. იროდიონ ხანთაძე წერდა: "ბუნებით დაჯილდოებულმა პოეტმა პროფესიად ფოტოხელოვნების დარგი აირჩია, მან შაბლონური ნორმები და მეთოდები გადალახა და თავისი დამოუკიდებელი შემოქმედებითი გზები მოძებნა. ის არ არის გაშეშებული და ფოტოები გადმოსცემს ადამიანის სულიერებას". არტისტული ნიჭით და დაუცხრომელი შემოქმედებითი სულით შევიდა ფოტოგრაფიაში როგორც დიდი ხელოვანი. მის სახელს ატარებს ქუთაისის ფოტოკინომატიანის მუზეუმი, სადაც ინახება დავით მხეიძის მიერ შემონახული ფირები, ფოტოები და ფოტოტექნიკა. წყარო: "გაიცანი ჩემი ქალაქი" - გაბაშვილის გორა: goraklm.blogspot.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

