| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიაუმაღლესი განათლება მიიღო გერმანიაში, შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სტუდენტობის დროიდანვე დიდი ყურადღება მიაქცია საქართველოსათვის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების საქმეს. სწავლის დამთავრებისთანავე, ამიერკავკასიისა და საქართველოს წყალთა მეურნეობის სამმართველოების დავალებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა ჩაატარა: დაამუშავა აბაშის, რიცეულას, ენგურის, კოდორის, ბზიფის და სხვა მდინარეთა ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების საკითხი, რომლის შესახებ ხშირად წერდა ჟურნალ-გაზეთებში. როგორც უცხო ენათა საუკეთესო მცოდნე, რუსულ და ქართულ ენებზე თარგმნიდა მასალებს უცხოეთის ტექნიკურ მიღწევათა შესახებ. მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მიერ შექმნილ ტერმინოლოგიურ კომისიაში, როგორც პირველი ქართული ტექნიკური ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორი. ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების სპეციალისტი და პირველი ქართული ტექნიკური ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.428-429
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

