The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი მეტრეველი

დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1946  (79 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლაგვანთა, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1974 წელს.

1975–1994წწ. მუშაობდა არქიტექტორად საქსოფლმშენსახპროექტის ბათუმის ფილიალში; 1983 წლიდან მთავარი  არქიტექტორი. ნამუშევრები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის ცენტრის დაგეგმარება (1977–1981); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქსოფლქიმიისა და შპს მშენებელის საცხოვრებელი სახლები ბათუმში, სასტუმრო კვარიათში (ყველა 1995–2005); ქობულეთში 10 და 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლები თამარ მეფის სანაპიროზე, 13 და 6 სართულიანი კი, აღმაშენებლის ქუჩაზე, შპს ჰეკატეს მრავალფუნქციური კომპლექსი ბათუმში, შპს ტოიოტას ცენტრი ქობულეთში, 3 საცხოვრებელი სახლი კვარიათში (ყველა 2005–2012) და სხვ.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: