The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ფოფხაძე

ვახტანგ ფოფხაძე
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1922  (104 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბეგეული, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1947 წელს.

1941-1943წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, 1943 წელს მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა სამშობლოში; 1947-1950წწ. ონის რაიონი სოფელ სორის საშუალო სკოლა, ისტორიის მასწავლებელი; 1950-1960წწ. ქვიშხეთის საშუალო სკოლის დირექტორი; 1960 წელს დაბრუნდა ამბროლაურში და სხვადასხვა დროს იყო ნამანევის ლიხეთის და ბუგეულის საშუალო სკოლების პედაგოგი, ასევე იყო სობელ ბარეულის საშუალო სკოლის დირექტორიც. დიდ სამამულო ომში საბრძოლო მამაცობისთვის მიღებული ჰქონდა ერთი ორდენი და მედალი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.314


გააზიარე: