The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ქართველიშვილი

იური ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2005  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1956 წელს; მოსკოვის ბაიკოვის სახელობის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1959 წელს.

1980 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ფხვნილთა მეტალურგიისა და ფხვნილოვანი დანაფარების რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. საფუძველი ჩაუყარა და ხელმძღვანელობდა რესპუბლიკაში მეცნიერებისა და ტექნიკის ამ ახალ მიმართულებას - ფხვნილთა მეტალურგიას, რომელსაც აქვს დიდი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა. მისი შრომები ფართოდ არის ცნობილი ქართველი და საზღვარგარეთელი სპეციალისტებისათვის. ი. ქართველიშვილი 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ის მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო და დიდ  ყურადღებას უთმობდა სამეცნიერო კადრების მომზადებას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადებულია თხუთმეტზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ი. ქართველიშვილის სპორტული მიღწევები. იყო სპორტის ოსტატი - საქართველოსა და ამიერკავკასიის არაერთგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, სსრკ ხალხთა სპარტაკიადის პრიზიორი, საბჭოთა კავშირი მრავალგზის ჩემპიონი ძალოსნობაში. იგი აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად და ოლიმპიური კომიტეტის წევრად. მისი პრეზიდენტობის დროს საქართველო მიღებული იქნა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წევრად. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1996).

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.322

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: