The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ცაგურია

დიმიტრი ცაგურია
დაბადების თარიღი:1968
გარდაცვ. თარიღი:4 ოქტომბერი, 1992  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა რიგის უმაღლესი სამხდრო სასწავლებელი 1989 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

მუშობდა კრასნოიარსკში სამხედრო ნაწილის ბატალიონის უფროსის მოადგილედ, შემდეგ გადმოიყვანეს აფხაზეთში გალის სამხედრო კომისარიატის მეოთხე განყოფილების უფროსად, როცა სოხუმში შინაგანი ჯარი ჩამოყალიბდა, როგორც სპეციალისტი, მიიწვიეს ჯერ შტაბის უფროსის მოადგილედ, შემდეგ შტაბის უფროსად. იბრძოდა სამაჩაბლოშიც. დაიღუპა 1992 წლის 4 ოქტომბერს სოხუმის მისადგომებთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.487-488


გააზიარე: