The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა მეტრეველი

შოთა მეტრეველი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 1983  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1938 წელს.

1938–1948წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1939 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში: პერსონალური (მ. მეტრეველთან ერთად) გამოფენა ჰქონდა საქართველოს სურათების გალერეასა (1945; ახლანდ. დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა) და ოფიცერთა საოლქო სახლში (თბილ., 1959). მისი შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს: პორტრეტს, პეიზაჟს, ნატურმორტს, ისტორიული ხასიათის სურათებს.  ნამუშევრები: "წყემსები კოცონთან" (1960), "ვ. სარაჯიშვილის უკანასკნელი სიმღერა – თავო ჩემო" (1977), "ურმული" (1981), "ცხოვრება გრძელდება" (1982) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ა. ჭავჭავაძისა (წინანდალი) და ი. ჭავჭავაძის  სახლ-მუზეუმებში (ყვარელი) და სხვ. ავტორია ალბომისა "ცხოვრება გრძელდება" (თანაავტ. მ. ს. მეტრეველი, მ. შ. მეტრეველი, თბ., 1983). ფერმწერი. მხატვარ მარგარიტა მეტრეველის (აწყვერელი) მეუღლე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; სოლომონ არტ გალერეა: solomonartsgallery.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: