| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ბეენაშვილი![]()
Biographyქართლის მეფის გიორგი VIII ასულის, იოსაფატისა და სფირიდონ ბეენაშვილის შვილის მეუღლე. ქეთევანის დაკვეთითაა გადაწერილი მარხვანი, რომელშიც მრავლადაა ნახსენები სამხრეთ საქართველოს "მფლობელი ოჯახის–ათაბაგთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელები". "დიდი ფეოდალის სფირიდონის რძალი", "მეწიეთის მარხვანის" მოსახსენებლების შედგენისას, მიზნად ისახავდა თავისი ქმრის მეფური წარმოშობის წინ წამოწევას". ხელნაწერი დამზადებული უნდა იყოს 1566 წელს ვინმე გაბრიელის მიერ. გადამწერი მზეგრძელობას უსურვებს ქეთევანს (ქეთაონს): "ადიდენ ღმერთმან პატრონი ქეთაონ და ძენი მისნი მშვიდობით დაიცევი ორსავე შინა ცხოვრებასა, აქასა ამის სოფლისა მზეგრძელობასა... და მერმეს" მას საუკუნესა ცხოვრებითა და ცოღვათა შენდობითა, რომლისა ბრძანებითა, ნებებითა და გულსმოდგინებითა აღიწერა და სრულ იქმნა წმიდა ესე სულთა განმანათლებელი წიგნი მარხვანი". როგორც ჩანს, ქეთევანს მსგავსად მეუღლის დეიდის ქეთევან დედოფლისა, წვლილი შეუტანია ძველ ქართულ ხელნაწერთა გამრავლებაში. (ქეთევან ან ქეთაონ ბაგრატიონი იყო ასული ქართლის მეფის გიორგისა (1446-1466) და თამარ ყვარყვარე II ათაბაგის ასულისა). წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.76-78
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

