| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუთი კოპაძე![]()
ბიოგრაფიაXVI საუკუნის რამდენიმე ხელნაწერი დამზადებულია "ცოდვილი და უღირსი მონაზონის" რუთის მიერ. ასეთია, "კურთხევანი", "თვენი" და სხვ. მასვე გადაუწერია ხობის გულანი "ბრძანებითა აფხაზეთის კათალიკოზისა ბატონისა ევდემოზისათა", ევდემონ ჩხეტიძის (1557-1578) დაკვეთით. ესაა არა მამაკაცი, როგორც ზოგიერთ მკვლევარს ეგონა, არამედ მანდილოსანი, რომელიც სხვა წყაროებითაცაა ცნობილი, სახელდობრ, "კოპაძის ასული ცოდვილი მონაზონი რუთი". თავის მეუღლესა (მელქისედეგი) და შვილებთან ერთად იხსენიება XII საუკუნის სვინაქსარის გვიანდელ მინაწერებში. იგივე პირი უნდა იყოს გამაცხოველებელი (გამაცოცხლებელი) იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთი ხელნაწერისა (ცოდვილთა უცოდვილესი და ყოველთა მონაზონთა უნარჩევესი კოპასძის ასული საწყალი მონაზონი რუთი). იერუსალიმურ ხელნაწერებში რუთის ჩანაწერების არსებობის მიხედვით, რუთი ერთხანს პალესტინაშიც მოღვაწეობდა. მონაზონი, მწიგნობარ-გადამწერი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.77
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

