| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ღოღელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1937წლებში მამასთან, ცნობილ პროვიზორ ლავრენტი ღოღელიანთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის სააფთიაქო საქმის განვითარებას მოჰკიდა ხელი; 1937-1941წწ. ქ. თბილისის N2 აფთიაქს, ე. წ. "ავლაბრის აფთიაქს" ხელმძღვანელობდა, ხოლო 1941 წელს, დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ხელმძღვანელობდა კახეთის რეგიონში სააფთიაქო ქსელის ჩამოყალიბებას; 1943-1969 წლებში მის მიერვე აშენებულ გურჯაანის აფთიაქს ხელმძღვანელობდა, რომელსაც დღესაც, "დავითის აფთიაქს" უწოდებენ. წლების განმავლობაში იყო გურჯაანის რაიონული დეპუტატი, სამეცნიერო საზოგადოება "ცოდნის" ხაზით ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას ფარმაცევტებისა და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. 1969-1974 წლებში თბილისის N49 აფთიაქის მმართველი იყო. ფარმაცევტი, პროფესორ ლალი ღოღელიანისა და დალი ღოღელიანის მამა. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.330-331
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

