| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე ღოღელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს; ჩაჩავას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატურა 1984 წელს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა 1987 წელს. 1987 წლიდან მუშაობს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნულ ცენტრში სეფსისოლოგ-გინეკოლოგად; არის კონსილიუმ "მედულას" მეან-გინეკოლოგი და ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი; 2024 წელს შეუერთდა ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის კოლექტივს, როგორც გინეკოლოგ - ინფექციონისტი; არის საქართველოს კატასტროფის სამედიცინო სამსახურის კონსულტანტი, ქიმეოთერაპიული საზოგადოების და სეფსისის ასოციაციის და არასამთავრობო ორგანიზაცია "ასაკლეპიუსის" გამგეობის წევრი; მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებსა და ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამებში, სადაც კითხულობს ლექციების კურსს; აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. არის 3 საერთაშორისო კვლევის თანამკვლევარი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ექიმ გივი ღოღელიანის შვილი. სადისერტაციო თემა - "ჩირქოვანი მასტიტების ნაადრევი დიაგნოსტიკის იმუნოლოგიური ასპექტები და მკურნალობის მეთოდები", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.332
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

