The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ბებუთოვი

Date of birth:15 December, 1864
Date of death:1939  (at 74 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ბაქოს რეალური სასწავლებელი და კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი სანქტ-პეტერბურგში.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1885 წელს. მსახურობდა ვარშავის საციხოვნო არტილერიაში; 1908-1910წწ. კავკასიის 1-ლი სამთო საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის მეთაურად; 1910-1913წწ. 39-ე საარტილერიო ბრიგადის მე-3 ბატარეის მეთაურად. 1913-1914წწ. 39-ე საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო პარკის უფროსად. 1914 წლის 6 მაისს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა (1914-1918) პირველ მსოფლიო ომში. 1918 წლის დეკემბერში გენერალ-მაიორის ჩინით იდგა აღრიცხვაზე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში. სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1917).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.48

Awards and Honors

  • 1913 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: