| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ღოღელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი. დაამავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1939წწ. მუშაობდა ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევის ამბულატორიაში ქირურგად; 1941-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, მუშაობდა ჩრდილო კავკასიის სამხედრო-საველე ჰოსპიტალის ქირურგად და ომის დამთავრების შემდეგ სამხედრო ჯილდოებით დაბრუნდა საქართველოში; 1947-1950წწ. იყო ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების გამგე; 1950-1968წწ. თბილისის მე-4 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. ექიმ გივი ღოღელიანის მამა, დავით ღოღელიანის ძმა. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.335 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

