| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი ღოღელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გინეკოლოგიის განყოფილების ქირურგიული ბლოკის უფროსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინოო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი. სამედიცინო კარიერასთან ერთად მოღვაწეობდა, როგორც კინომსახიობი, შესრულებული აქვს მთავარი როლები ფილმებში: "ვინ შეკაზმავს ცხენს?", "ყვავილი თოვლზე", "ნინო" და ტელეფილმში "გამზრდელი". ტრაგიკულად დაიღუპა დაბა ფასანაურში, იხსნა რა ორი ბავშვის სიცოცხლე თავისი სიცოცხლის ფასად. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ექიმ დავით ღოღელიანის შვილი და ლალი ღოღელიანის და. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.336
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

