The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ბებუთოვი

ნიკოლოზ ბებუთოვი
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1839
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1904  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯევანქის სასაფლაო, ბებუთოვების საგვარეულო აკლდამა, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

1858 წელს დაამთავრა პაჟთა კორპუსი, სადაც იმყოფებოდა დავალებათა პაჟათ.

1858 წლიდან მსახურობდა გვარდიაში. 1877-1904წწ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების საარმიო ქვეითებში; მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). 1883 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის მიღებული ჰქონდა სპარსეთის "ლომისა და მზის" მე-III, მე-II და I-ი ხარისხის ორდენები. გენერალ-მაიორი (1895). გენერალ ვასილ ბებუთოვის შვილი.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.58-59

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1906 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1896 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
    25-წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის
  • 1889 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1864 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: