| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე ბეჟანბეგოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში, კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელში და ნიკოლოზის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში 1896 წელს (1-ი თანრიგით). სამხედრო სამსახურში შევიდა 1887 წელს. მსახურობდა კავკასიის მე-4 მსროლელ ბატალიონში, ტფილისის იუნკერთა ქვეით სასწავლებელში ოცმეთაურად და მასწავლებლად იმავე სასწავლებელში; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში; 1905-1908წწ. მსახურობდა კავკასიის ცხენოსანი ბრიგადის მმართველობის უფროს ადიუტანტად; 1908-1910წწ. - ყურინის 79-ე ქვეით პოლკში; 1912 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1913-1914წწ. მსახურობდა კავკასიის 1-ლ მსროლელ პოლკში; მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918); ომის დროს მსახურობდა კავკასიის მე-4 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსად და კავკასიის მოხალისეთა 1-ი ბრიგადის შტაბის უფროსად; 1916 წლიდან მეთაურობდა 1-ლ მსროლელ სომხურ ბატალიონს და კავკასიის 22-ე მსროლელ პოლკს; რუსეთში ოქტომბრის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის ჯარში, სადაც მას მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; მეთაურობდა სომხურ მსროლელ ბრიგადას; 1918 წლის მარტში მონაწილეობდა ბრძოლებში არზერუმთან, სომხეთ-თურქეთის ომის დროს; სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, 1920 წლიდან მსახურობდა სომხეთის წითელ ჯარში საკლუბო განყოფილების ინსტრუქტორად, სამხედრო ორკესტრის უფროსად, კავკასიის ცალკეული არმიის შტაბის ცხენოსანი შემადგენლობის აღრიცხვის განყოფილების უფროსად და შტაბის სამობილიზაციო განყოფილების უფროსის თანაშემწედ; 1922-1923წწ. მსახურობდა შტაბის საჯარისო სამსახურის განყოფილების უფროსთან, დავალებათა შემსრულებლად; მოგვიანებით ოჯახთან ერთად ცხოვრობდა შუა აზიაში, ფერგანაში, სადაც მოღვაწეობდა სასწავლო დაწესებულებებში; სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში. გენერალ-მაიორი (1918). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

