The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზარ ბეჟანოვი

დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1843
გარდაცვ. თარიღი:1911  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო სამსახურში შევიდა 1861 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში; მსახურობდა იმპერატორ ალექსანდრე II-ს პირად ბადრაგში; განსაკუთრებული მამაცობისათვის ომის დროს, იმპერატორმა ალექსანდრე II-მ გადასცა მას სახელობითი ხმალი წარწერით - "ჩემი ბადრაგის როტმისტრს ბეჟანოვს ომის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის" (დღეს-დღეობით ეს ხმალი დაცულია ქ. კისლოვოდსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში); 1886-1887წწ. მეთაურობდა ყუბანის 1-ლ ცხენოსან პოლკს; 1888-1890წწ. - კავკასიის კაზაკთა 1-ლ ცხენოსან პოლკს; 1888 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1911 წელს გავიდა თადარიგში და ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში. საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო ორდენებით.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.61

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1888 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1883 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1871 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1863 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: