The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ჩაგელიშვილი

გივი ჩაგელიშვილი
Date of birth:1928  (98 years)
Category:Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჟანქვი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი ღვინის ტექნოლოგის სპეციალობით 1951 წელს. 

 1951 წელს მუშაობა დაიწყო  ქ. თბილისის შამპანკომბინატის სამარკო ღვინოების ქარხანაში ღვინომასალების ოსტატ მეღვინედ; 1952 წელს დააწინაურეს სპეციალური ჩამოსხმის საამქროს უფროსად, სადაც 1954 წლამდე იმუშავა და კარგად დაეუფლა თავის სპეციალობას; 1954 წელს, როგორც კვალიფიციური ინჟინერი დააწინაურეს და გადაიყვანეს ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; 1972-1974წწ. "სამტრესტის" ბათუმის ღვინის ქარხანა, მთავარი ინჟინერი; 1974-1987წწ. ახალციხის ღვინის ქარხანა, დირექტორი; 1987 წლიდან საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის და მერვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ინჟინერ-ტექნოლოგი. ის რამდენიმე გამოგონების ავტორია, რომელიც დანერგილია წარმოებაში. მეღვინე.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.349


Share: