| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ დედოფალი![]()
ბიოგრაფიათამარ დედოფალმა – ქაიხოსრო II ათაბაგის ასულმა და ვახტანგ I გურიელის (1583-158) მეუღლემ, ქაიხოსრო I გურიელის (1626-1660) დედამ თეთროსნის (ტაძარი კინტრიშის ხეობაში, სოფელი გვარა) წინამძღვარ გერმანოზს გადააწერინა "დავითნი" რომელიც შესრულების ტექნიკით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. თეთროსნის "დავითნის" (დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში), 262-ე გვერდზე არსებულ ანდერძში მითითებულია: "იესუ ქრისტე, მეუფეო დიდებისაო, შეიწყალე ცოდვილი ამისი მწერალი თეთროსნის წინამძღვარი გერმანოზ…" და სხვ…. ამავე ანდერძში მოხსენებული არიან ამ წიგნის შესრულების მოთავენი, რომელთაც "ინებეს", გადააწერინეს და შეამკობინეს იგი – "დედოფალი ათაბაგის ქალი ბატონი თამარ და ძე მისი გურიელი ბატონი ქაიხოსრო". თეთროსნის "დავითნში" მოხსენებული პირები არიან გურიის მთავრის ვახტანგ I-ის (1582-1587) მეუღლე და შვილი, შესაბამისად ვინაიდან ვახტანგ გურიელის მეუღლე დედოფლადაა მოხსნიებული "დავითნის" გადაწერაც დათარიღებულია ამავე 1582-1587 წლებით. თეთროსნის "დავითნი" ასევე შეიცავს 55 მინიატურას, რომელიც კალიგრაფის მიერ შესრულებული არ არის და წიგნში ჩაკრულია. წიგნის ზომაა 23X17,5 სმ. მასალა: ქაღალდი, შესრულებულია ნუსხურით, შავი მელნით, ერთ სვეტად. ბევრია სინგურით (წითელი ფერის საღებავი, რომლითაც, ჩვეულებრივ, ძველ ხელნაწერებში სათაურები და საზედაო ასოები იწერებოდა. სინგური ფართოდ გამოიყენებოდა წიგნის მინიატურების შესრულებისას) ნაწერი სტრიქონი და საზედაო ასო. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.91; საინფორმაციო პორტალი: guriismoambe.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

