The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქაიხოსრო I გურიელი

Date of birth:15??
Date of death:1660
Category:Nobleman, Historical Person

Biography

გურიის მთავარი 1641-1660 წლებში, ვახტანგ I გურიელის ვაჟი. ქართლის დედოფლის მარიამ დადიანის ნახევარძმა (დედით). 1658 წელს ლიპარიტ III დადიანთან (დედით ნახევარძმა) ერთად ბანძასთან შეებრძოლა იმერეთის მეფეს ალექსანდრე III-ს და ვამეყ III დადიანს, მაგრამ დამარცხდა და ოსმალეთში გაიქცა. 1659 წლის მარტში ახალციხის ფაშას დახმარებით კვლავ დაჯდა გურიელად, ხოლო გამთავრებული დემეტრე იმერეთში განდევნა. მისმა დაბრუნებამ არეულობა გამოიწვია, ფეოდალების ნაწილი უკმაყოფილო იყო. ამით ისარგებლა ვამეყ დადიანმა და იმერეთის, სამეგრელოსა და აფხაზეთის ლაშქრით გურიაში შეიჭრა და შუა გურია დაარბია. ქაიხოსრომ თავი აჭის ეკლესიას შეაფარა, ძალები მოიკრიბა და დაამარცხა ოზურგეთის ციხე-გალავანში გამაგრებული ვამეყ დადიანი. ამ გამარჯვების აღსანიშნავად აჭის ეკლესიას შესაწირი გაუკეთა. "მოვედით ოზურგეთს, სასახლეში გამაგრდნენ ისინი, დავესხით თავსა...მეორე დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ", ამის შემდეგ ქაიხოსრომ პოზიციები განიმტკიცა, ალექსანდრე იმერთა მეფის რჩევით ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. ქალიშვილი თუთა (გარდაიცვალა 1678) კი ცოლად გაატანა ვახტანგ V-ის ვაჟს ლევანს.
1660 წელს ღალატით მოკლა იმერეთის მეფისა და დემეტრე გურიელის მიერ მოსყიდულმა თავადმა მაჭუტაძემ. მისი შვილები, გიორგი და მალაქია ახალციხის ფაშას შეეკედლნენ. ამით ვამეყ დადიანმა თავისი გავლენა აღიდგინა გურიის სამთავროზე. მოხსენიებულია შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში მშობლებთან ერთად.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.444


Share: