| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქაიხოსრო III გურიელი![]()
Biographyქაიხოსრო III გურიელი (გარდაიცვალა დაახლოებით 1747 შემდეგ), გურიის მთავარი 1717 წელს. მამია III გურიელის ვაჟი. მთავრად გახდომამდე ბერად იყო შემდგარი. 1716 წელს ხელისუფლება წაართვა ძმას, გიორგი IV გურიელს დედის, ელენე აბაშიძისა და დადიანის დახმარებით. გიორგი IV გურიელმა უკან დაიბრუნა ტახტი 1717 წელს. ქაიხოსრო ქართლის სამეფოს შეეხიზნა (მისი პაპიდა, თუთა, ვახტანგ VI-ის დედა იყო) და 1724 წელს ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთის იმპერიაში წავიდა. მას თან ახლდა სამი აზნაური და ოთხი მსახური. 1730 წელს რუსეთში დაიბადა მისი შვილი სტეფანე გურიელი. რუსეთში შევიდა იმპერიის სამხედრო სამსახურში, 1738 წელს ჩაირიცხა ქართველ ჰუსართა ასეულში პორუჩიკის წოდებით. 1741 წლიდან გახდა ასეულის მეთაური. მთავრობისგან მიიღო მამული უკრაინაში და 35 კომლი ყმა. 1741 წელს ჰუსართა ასეულის ბაზაე შეიქმნა ჰუსართა პოლკი და ქაიხოსრო III გურიელი გახდა მისი მეთაური. 1741-1743 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში. 1742 წლის სექტემბერში პოლკი გენერალ-ფელდმარშალ ლასის ბრძანებით ფრონტიდან უკრაინაში წაიყვანა. 1747 წელს რეკომენდაცია გაუწია დავით გურამიშვილისვის პრაპორშჩიკის წოდების მინიჭებას. ქაიხოსრო III გურიელის შვილი სტეფანე გურიელი და შვილიშვილი, ივანე გურიელი, რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორები იყვნენ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.444
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

