| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ მიმინოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1958–1972წწ. თამაშობდა წყალბურთს თბილისის "დინამოს", საქართველოსა და სსრკ ნაკრებების შემადგენლობაში; იყო თბილისის "დინამოს" კაპიტანი, სპორტული საზოგადოება "დინამოს" ინსტრუქტორი, მრავალი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი; ხელი შეუწყო წყალბურთის პოპულარიზაციას საქართველოში. 1968–2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად; 1972–1974წწ. – ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1973 წლიდან ისტორიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ხალხთა რელიგიის ისტორიაში; 1987 წლიდან იყო ეთნოგრაფიის კათედრის დოცენტი, 1990 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრასთან არსებული ეთნიკური კულტურისა და ეროვნული ტრადიციების შემსწავლელი ლაბორატორიის გამგე; 1994 წლიდან – სპეციალიზებული მოსამზადებელი განყოფილების უფროსი; 2008–2009წწ. მუშაობდა წმ. ანდრიას სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2003). წყალბურთელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

