| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ძიძიგური![]()
Biography1973-1977 წლებში სწავლობდა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში, იყო სპორტის ოსტატობის კანდიდატი და საქართველოს პირველობის არაერთგზის პრიზიორი ფარიკაობაში. 1977-1979 წლებში მსახურობდა ჯარში. 1980-1983 წლებში მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში მუშად. 1983-1991 წლებში მუშაობდა რუსთავის 22-ე, 26-ე სკოლებსა და № 162-ე პროფსასაწავლებელში პედაგოგად. 1991 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა რუსთავში საქართველოს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი, იყო ამ ბატალიონის შტაბის უფროსი, რუსთავ-გარდაბნის კომენდანტი, ასევე მუშაობდა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში უფროს მასწავლებლად, ჰქონდა მინიჭებული ეროვნული გვარდიის კაპიტნის წოდება. დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს აფხაზეთში, სოფელ შრომასთან. მისი გვამი მხოლოდ 6 დღის შემდეგ იპოვეს, დაკრძალეს 19 ნოემბერს ქ. რუსთავში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.496
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

