The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიკი ივერია

მიკი ივერია
ოფიციალური სახელი:გაიანე მიქელაძე
სხვა სახელი:მიკი ივერია  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1994  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: ლონდონი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ყირიმი.

1920 წლის დასაწყისში ოჯახი ემიგრაციაში გაემგზავრა დუბროვნიკში (სერბიის სამეფო, ახლანდ. ხორვატია), შემდეგ – ლონდონში. გაიანე, რომელმაც სამსახიობო შემოქმედების ფსევდონიმად მიკი ივერია აირჩია, 30-ზე მეტ კინოფილმსა და სერიალში გადაიღეს, უკანასკნელი როლი კი 75 წლის ასაკში შეასრულა ("ცეკვა უცნობთან", 1985). ძირითადად, მონაწილეობდა კრიმინალურ დრამებსა და თრილერებში. ცნობილ მიუზიკლში "მევიოლინე სახურავზე" (1971; სამი "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი") შეასრულა ბესის ეპიზოდური როლი. გამოსცა მოგონებების წიგნი, აგრეთვე "Maltese Dogs – The Jewels of Women" (1980), რომელიც მალტეზეს ჯიშის ძაღლებს ეხება. ქართული წარმომავლობის ინგლისელი მსახიობი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: