The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ჩალაძე

მალხაზ ჩალაძე
დაბადების თარიღი:1956  (70 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1986 წელს.

სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ წლებში შეასრულა ქანდაკებები: ქალის ფიგურა "პრანჭია", "კლასობანა", "დასვენება" და სხვა. ცხოვრობს და მოღვაწეობს საბერძნეთში. კარგად დაეუფლა მარმარილოში მუშაობას და არაერთი მარმაროლოს ქანდაკებით დაამშვენა საბერძნეთის ქალაქი სალონიკი. მისი ნამუშევრები გატანილია გერმანიაში, ბელგიასი და საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში. ის, როგორც სახელგანთქმული მოქანდაკე რამდენჯერმე იყო მიწვერული  და მონაწილეობდა მსოფლიოს მოქანდაკეთა შეხვედრებსა და სიმპოზიუმებზე. მისი სახელი შეტანილია საბერძნეთში გამოცემულ ხელოვანთა სხვადასვა კატალოგებში, მასზე იბეჭდება მასალები პრესის ფურცლებზე და მასიური ტირაჟით გამოდის ბუკლეტები. მხატვარ გიორგი ჩალაძის შვილი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.359


გააზიარე: