| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩლაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ქანდაკების განხრით 1982 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემია 1990 წელს. 1982-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს სამხატვრო ფონდში. მონაწილეობდა როგორც სტუდენტურ, ისე რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა. 1993 წლიდან მოღვაწეობს სანკტ-პეტერბურგში ზურაბ წერეთლის სახელოსნოში. აქტიურად მონაწილეობდა ქ. მოსკოვის იესო მაცხოვრის ტაძრის აღდგენა-გაფორმებაში, სამამულო ომის მემორიალის, პეტრე პირველის, მანეჟნის მოედნის კომპლექსის, ქ. ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის მემორიალის, ქ. თბილისში კომპლექსს "მემატიანეს" და მრავალი სხვა პროექტის განხორციელებაში. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.360 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

